
2.პროექტის მიზანი: იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების ზოგადი წარმოდგენა,სწორი და შეგნებული კითხვის ჩვევის დაუფლება,დამოუკიდებელი მუშაობის ელემენტარული ჩვევების ფორმირება.
3.პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების შესახებ, პროექტორის საშუალებით აჩვენებს იაკობის სურათებს, დედა ენიდან ასო–ბგერებს, იაკობის ლექსებს,მოთხრობების პერსონაჟებს. კლასი იყოფა 2 ჯგუფად, მათთვის ნაცნობი მოთხრობებიდან

4.მონაწილეთა ასაკი : 6–7 წელი.
5. ვადები/ ხანგრძლივობა: 2 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: კლასში მოეწყობა გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟების ნახატების გამოფენა. მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო მასალებს,მოთხრობებიდან გაინაწილებენ როლებს და დაისწავლიან. დაუკავშირებენ პირად გამოცდილებას.მასწავლებელი მოაწყობს ექსკურსიას სოფელ ვარიანში.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას.წარმოდგენა შეექმნებათ იმ ადგილის შესახებ, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა იაკობი. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ წიგნთან მუშაობისა და ინფორმაციის მოძიების ელემენტარული

8.სარგებელი სხვებისთვის: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟების გამოფენას ნახავენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. მოეწყობა დისკუსია -ვინ მეტი იცის იაკობ გოგებაშვილის შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: გორის მე–2 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

11.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საგნებთან კავშირი:ქართული, ხელოვნება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
- სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;
- სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;
კამათის, დისკუსიისა და მსჯელობის სტრატეგიების გამოყენება; - კითხვის ძირითადი სტრატეგიების დაუფლება;
სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტის მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა; - მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;
- გმირის საქციელის ზნეობრივი შეფასება;
- საკუთარი ინტერესების მიხედვით საკითხავი ლიტერატურის შერჩევა;
12.პროექტის ფასილიტატორი: თამარ ამბოკაძე.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა : teotam910@ gmail.com
ჩემი პორტფოლიო:
უსუნო ყვავილი